ნინო ჩხეიძე და Nio band ხვალ ახალი კლიპის პრეზენტაციას გამართავენ
ნინო ჩხეიძე და Nio band ხვალ ახალი კლიპის პრეზენტაციას გამართავენ

A+ A-

22:32 03/06/2019

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ Nio band-თან ერთად სრულიად ახალი პროდუქტი შექმნა. ახალ ალბომზე მუშაობა, რომელსაც მსმენელი სრული სახით მიმდინარე წლის ოქტომბერში იხილავს, წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს.

ალბომის გამოშვებამდე კი ნინო ჩხეიძე და Nio band ერთგული მსმენელისთვის კიდევ რამდენიმე ახალ სიმღერას გამოუშვებს.

ნინო ჩხეიძე და Nio band ახალი პროდუქტის გაცნობას საზოგადოებისთვის ხვალიდან იწყებენ.

მომღერალი ბენდთან ერთად ახალი კლიპის პრეზენტაციას გალერეა თბილისში ხვალ, 20:00 საათზე გამართავს.

კლიპი რუსა მორჩილაძის სიმღერაზეა გადაღებული, ტექსტის ავტორია ირინა სანიკიძე.