ვინ არის პროკურატურის მაღალჩინოსანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმის მასალებს აყალბებდა?
ვინ არის პროკურატურის მაღალჩინოსანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმის მასალებს აყალბებდა?

A+ A-

03:05 16/10/2018

“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” დამფუძნებელი ზვიად კუპრავა „2020NEWS“-თან საუბარში სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში იკვეთება პროკურატურის მაღალჩინოსანი, რომელიც ირაკლი შოთაძის დავალებით, საქმის მასალებს აყალბებდა.

„დღეს ჩვენთვის ახალი პიროვნება გახდა ცნობილი, ვინც ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელი და ფალსიფიკატორია. ეს არის მამუკა ვასაძე – ირაკლი შოთაძის მოადგილე, რომელიც დღემდე რჩება ამ პოზიციაზე. ჩვენი ინფორმაციით, მან, ირაკლი შოთაძის დავალებით, შექმნა ფალსიკაციის სქემა და გეგმა. აუცილებლად უნდა დადგეს მამუკა ვასაძის პასუხისმგებლობის საკითხი და რაც შეიძლება მალე“, – განუცხადა „2020NEWS“-ს ზვიად კუპრავამ.

როგორც ცნობილია, მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები 10 ივნისისთვის არის გადადებული. მანამდე, ხელისუფლებამ დამნაშავე პირები უნდა გამოავლინოს და დასაჯოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გაიმართება.