როგორც დედამ, ქალმა მინდა ყველას შევახსენო, რომ იმუნიზაცია აუცილებელია - სალომე ზურაბიშვილი
როგორც დედამ, ქალმა მინდა ყველას შევახსენო, რომ  იმუნიზაცია აუცილებელია - სალომე ზურაბიშვილი

A+ A-

16:52 05/06/2019

საქართველოს პრეზიდენტი იმუნიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ იმუნიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, თითოეული ოჯახისა და ბავშვისათვის.

​,,როგორც დედამ, ქალმა და როგორც პრეზიდენტმა მინდა ყველას შევახსენო იმუნიზაციის აუცილებლობა, თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ იმუნიზაცია ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივ ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში სტუმრობისას და განაცხადა, რომ ცენტრი ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყანაში იმუნიზაციის მიმართულებით.