გორელი ძაღლი ჰოლივუდში მიემგზავრება
გორელი ძაღლი ჰოლივუდში მიემგზავრება

A+ A-

14:17 06/06/2019

გორელი ძაღლი, სახელად ,,ჯორჯი" ჰოლივუდში მიემგზავრება. ავტოგასამართ სადგურზე ნაპოვნი მეტისი ამერიკული ტელესერიალების მსახიობებმა - სიმუს და ჯულია დევერებმა წაიყვანეს.

ტვიტერზე ისინი იმ  ადამიანს ეძებდნენ, ვინც მეტისს შეიფარებდა. ,,ჯორჯს" პატრონიც გამოუჩნდა. მისი მოვლის სურვილი ტელესერიალების პროდიუსერმა მარტა ევრისმა გამოთქვა. ,,ჯორჯი" მალე კალიფორნიაში ისეირნებს.

ინფორმაციას ორგანიზაცია ,,დოგს ორგანიზაეშენ ჯორჯია" ავრცელებს, სადაც ამჟამად ძაღლს მკურნალობენ.