კლიმატის ცვლილებამ ადამიანთა ცივილიზაცია ამჟამინდელი ფორმით შესაძლოა, 2050 წლისთვის დაასრულოს
კლიმატის ცვლილებამ ადამიანთა ცივილიზაცია ამჟამინდელი ფორმით შესაძლოა, 2050 წლისთვის დაასრულოს

A+ A-

20:00 06/06/2019

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული აპოკალიფსური აღსასრული გარდაუვალი არ არის, მაგრამ სიტუაცია სულ უფრო უიმედო ხდება. როგორც ახალი ანალიზები მეტყველებს, გადაუდებელი და დრამატული ცვლილებების გარეშე, კლიმატის ცვლილება შესაძლოა, კაცობრიობის ცივილიზაციის ეგზისტენციალური საფრთხე გახდეს, რომელსაც თავიდან ვეღარ ავიცილებთ.

ახალი მოხსენების მიხედვით, კლიმატური მოდელები ხშირად სათანადოდ ვერ აფასებს ყველაზე ექსტრემალურ სცენარებს.

მესიჯი მარტივია — თუკი მომდევნო 30 წლის განმავლობაში კლიმატთან მიმართებაში არაფერს ვიღონებთ, სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენი პლანეტა 3°C-ით გათბეს და ჩამოიშალოს ადამიანთა ცივილიზაცია ჩვენთვის ცნობილი ფორმით.

ავტორთა განმარტებით, ამ სცენარის მიხედვით, დედამიწა უზარმაზარ სათბურად გადაიქცევა, რომელშიც ხმელეთის 35 პროცენტი და მოსახლეობის 55 პროცენტი წელიწადში 20 დღის განმავლობაში „სასიკვდილო სიცხის ქვეშ იქნება, ადამიანთა სიცოცხლისუნარიანობის ზღვარს მიღმა“.

კოლაფსირდება ეკოსისტემა, მათ შორის მარჯნის რიფები, ამაზონის ჯუნგლები და არქტიკა. ჩრდილოეთ ამერიკას თავს დაატყდება ტყის ხანძრები, სითბური ტალღები და გვალვები. სასტიკად შემცირდება აზიის დიდი მდინარეები და ზოგადად, წყლის ხელმისაწვდომობა მსოფლიოში, რაც ორ მილიარდამდე ადამიანს დააზარალებს.

მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში ნალექების რაოდენობა განახევრდება და შედეგად, სოფლის მეურნეობა მშრალი სუბტროპიკებისათვის არახელსაყრელი გახდება. გაბატონდება ნახევრად ელ-ნინიოს მდგომარეობა და სიცხის მომაკვდინებელი ტალღები ზოგიერთ რეგიონს წელიწადში თითქმის 100 დღის განმავლობაში შეუტევს. ნახევარ მილიარდზე მეტ ადამიანს იძულებით გადაადგილება მოუწევს.

როგორც ავტორები წერენ, ეს სცენარი თანდათან მიგვიყვანს „სრულ ქაოსთან“ და საბოლოოდ, დასრულდება ადამიანთა ცივილიზაცია და თანამედროვე საზოგადოება ჩვენთვის ცნობილი ფორმებით. ამავე დროს, მთავარი გამოწვევა გახდება გლობალური უსაფრთხოება, პოლიტიკური პანიკა კი ჩვეულებრივი ნორმა.

მათი აზრით, ერთადერთი გამოსავალია რევოლუციური, ნულოვანი ნახშირბადის მსოფლიო მასშტაბის ენერგია, მრეწველობა და ეკონომიკური სტრატეგია, რომელიც ნაკლებად იქნება ფოკუსირებული კლიმატის სტრატეგიაზე, უფრო მეტად კი აქცენტს გააკეთებს ექსტრემალურ სცენართა დაგეგმვაზე.

კვლევის მიხედვით, რისკების შესამცირებლად და ადამიანთა ცივილიზაციის დასაცავად, საჭიროა უახლოეს ათწლეულში მოხდეს რესურსების მასობრივი გლობალური მობილიზაცია და აიგოს ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე სამრეწველო სისტემა, დაიწყოს უსაფრთხო კლიმატის აღდგენა.

მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის მოდელები კვლევებისთვის გამოსადეგია, დოკუმენტი შენიშნავს, რომ ეს ხელსაწყო ხშირად ცდება და ფოკუსირებას გვაიძულებს საშუალოვადიან შედეგებზე. გრძელვადიანი შესაძლებლობების იგნორირებით კი ცუდად ვართ მომზადებული მოულოდნელი კატასტროფული მოვლენებისათვის, რომლებიც აუცილებლად მოხდება.

შესაძლოა, ეს ყველაფერი ზედმეტად დრამატულად და გადაჭარბებულად ჩანს, მაგრამ ასეთი მოვლენების ალბათობა იმაზე მაღალია, ვიდრე გვგონია.

დღეს არსებულ კლიმატურ მოდელთა უმეტესობა კონსერვატიულია და მხედველობაში არ იღებს ზოგიერთ ისეთ ფაქტორს, რომელიც ხელს უწყობს დათბობას; მათ შორის არის სათბურის აირების გამოყოფა მრავალწლოვანი მზრალობის ნიადაგებიდან, დასავლეთ ანტარქტიდის მყინვარების დნობა, ოკეანისა და ხმელეთის მიერ ატმოსფეროდან CO2-ის შთანთქმის შემცირება.

როგორც ავტორები განმარტავენ, ბიზნესზე გათვლილი სცენარის მიხედვით, 2050 წლისთვის ტემპერატურა 2,4°C-ით მოიმატებს. თუკი ამას ზემოთ ხსენებულ დამატებით ეფექტებსაც დავუმატებთ, მივიღებთ კიდევ 0,6°C-ს, რასაც ამჟამინდელი მოდელები უარყოფს.

კვლევა Breakthrough National Centre for Climate Restoration-მა გამოაქვეყნა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: 1tv