ტერეზა მეი დღეს მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ოფიციალურად დატოვებს
ტერეზა მეი დღეს მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ოფიციალურად დატოვებს

A+ A-

11:45 07/06/2019

ტერეზა მეი დღეს მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ოფიციალურად დატოვებს, თუმცა შემცვლელის არჩევამდე ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.

გადადგომის შესახებ მეიმ განცხადება ორი კვირის წინ გააკეთა და მწუხარება გამოთქვა, რომ ბრექსიტის პროცესის დასრულება ვერ შეძლო.

"სამი წლის წინ ბრიტანელებმა არჩევანი გააკეთეს და პროგნოზების მიუხედავად, ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტეს. დემოკრატიულმა სახელმწიფომ მოქალაქეების არჩევანს პატივი უნდა სცეს და მე ძალისხმევა არ დავიშურე „ბრექსიტის“ რეალიზებისათვის. მაგრამ ვერაფერს გავხდი. ახლა ეს ახალმა პრემიერმინისტრმა უნდა გააკეთოს“, - განაცხადა მეიმ.

დღეიდან ოფიციალურად დაიწყება კანდიდატთა წარდგენის პროცესი. კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტის დასაკავებლად 11 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის არიან ბორის ჯონსონი და ჯერემი ჰანტი. მთავარ პრეტენდენტებს ფარული კენჭისყრით შეარჩევენ, გამარჯვებულის ვინაობა კი 22 ივნისს გაირკვევა.

ცნობისთვის, ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის პოსტი მეიმ 2016 წელს დევიდ ქემერონის გადადგომის შემდეგ დაიკავა. დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია.

Brexit-ის ახალი გეგმა ტერეზა მეიმ ცოტა ხნის წინ თემთა პალატასაც წარუდგინა. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ თუ კანონმდებლები დოკუმენტს მხარს დაუჭერდნენ, ის კომპრომისზეც წავიდოდა.