რატომ უნდა გადავდგე, ან რატომ უნდა გადამაყენონ? - "ოცნება" კასპის მერის გადაყენებას აპირებს?!
რატომ უნდა გადავდგე, ან რატომ უნდა გადამაყენონ? - "ოცნება" კასპის მერის გადაყენებას აპირებს?!

A+ A-

16:58 07/06/2019

კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი "2020NEWS“-თან არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ “ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას უახლოეს დღეებში დატოვებს. მერებიშვილი არც კასპის მუნიციპალიტეტის მერობიდან გადადგომას აპირებს.

"ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დატოვებას არ ვაპირებ. ამ თემასთან დაკავშრებით არ მისაუბრია არც ხელმძღანელთან და არც გუნდის სხვა წევრებთან. შევხვდებით, ვისაუბრებთ და საუბრის შემდეგ თუ გაჩნდება რაიმე მსგავსი მოსაზრება, რომ ეს საჭიროა, როგორც გუნდი გადაწყვეტს, იმ გადაწყვეტილებას მივიღებ. ჩემი ნებით ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ“, - განაცხადა  "2020NEWS“-თან მანუჩარ მერებაშვილმა და დასძინა: "სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა“.

მანუჩარ მერებაშვილი ამბობს, რომ ის კასპის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზეც რჩება.

"დაკისრებულ მოვალეობას თავს ვართმევ კარგად და თანამდებობა რატომ უნდა დავტოვო?! 2017-2018 წელი ყველა პროექტის 100%-იანი შესრულებით დავასრულეთ. ვფიქრობ, კარგია მსგავსი შედეგი. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივეცი გარანტია, რომ 2019 წელს 100%-იან შესრულებაზე გავა ყველა პროექტი, რომელიც დაწყებულია. ჩავარდნები არ გვექნება არც დროში და არც ხარისხში“, - განაცხადა მანუჩარ მერებაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას.

ცნობისათვის, "2020NEWS“-თვის ინფორმირებული წყაროსგან გახდა ცნობილი, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მერის, მანუჩარ მერებაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, შესაძლოა უახლოეს მომავალში დადგეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კი კორუფციისა და ნეპოტიზმის ფაქტები გახდეს.

"2020NEWS“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს.