ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“ გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება
ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“ გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება

A+ A-

18:57 07/06/2019

8 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება მულტი- და ინტერდისციპლინურ, სასწავლო-სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკულ ღონისძიებათა პროექტის -  „პოლიტიკა სამსჯავროზე“ პირველი სეზონის ფინალური სამსჯავრო პროცესი და გამარჯვებული გუნდის დაჯილდოება.

 

ღონისძიების განრიგი:

13:00 - ფინალური სამსჯავრო: ფინალში გადასული ბრალდებისა და დაცვის გუნდების პაექრობა;

14:30 - პირველი სეზონის დახურვის საზეიმო ნაწილი: გამარჯვებულთა დაჯილდოება.

„პოლიტიკა სამსჯავროზე“ ფინალური პროცესი  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში ჩატარდება.

( მისამართი: მერაბ კოსტავას 77, მე-3 სართ.)

სწავლების სხვადასხვა საფეხურისა და სპეციალობების სტუდენტების ერთობლივი სასწავლო კურსი „პოლიტიკა სამსჯავროზე“ მოიცავს სამართლის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობების თეორიულ-პრაქტიკულისინთეზის საფუძველზე, ცნობილი პოლიტიკური ფიგურების (პოლიტიკური პარტიების) მიერ წარმოებული პოლიტიკის ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობის სასწავლო-სამეცნიერო კვლევას და მისი შედეგების იმიტირებულ სამსჯავროზე შეჯამებას.