ევროპის ყველაზე საშიში ძებნილი დააკავეს
ევროპის ყველაზე საშიში ძებნილი დააკავეს

A+ A-

13:52 09/06/2019

ევროპაში ყველაზე "მოთხოვნადი კაცი" 16-წლიანი ძებნის შემდეგ მალტაზე დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

41 წლის ქრისტოფერ გესტ მორი დიდი ბრიტანეთიდან 2003 წელს გაიქცა. მას 3 თანამზრახველთან ერთად, შვილების თვალწინ 44 წლის ბრაიან ვოტერსის წამება და მკვლელობა ედება ბრალად. 69 წლის ჯონ ვილსონი, 60 წლის ჯეიმს რავენი და 41 წლის ოტის მეტიუსი სასჯელს უკვე იხდიან. მათ უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

ბრალდების მიხედვით, ისინი თავს დაესხნენ ვოტერსის კანაფის ფერმას, სადაც ფერმის მფლობელს ვალის გადახდა მოსთხოვეს და სასტიკად გაუსწორდნენ. 

ფერმერი ბრაიან ვოტერსი სკამზე მიაბეს, სცემეს, ბარით გააუპატიურეს და შემდეგ დაწვეს. წამება 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ცხედარს 123 დაზიანება ჰქონდა. თავს დაესხნენ ასევე სახლში მყოფ ბავშვებსაც.

ევროპის ყველაზე საშიში მკვლელის მალტადან ბრიტანეთში ექსტრადირებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.