ზელენსკის პარტიის საარჩევნო სიის მე-4 ნომერი ქართველია
ზელენსკის პარტიის საარჩევნო სიის მე-4 ნომერი  ქართველია

A+ A-

21:22 09/06/2019

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის სიით მეოთხე ნომერი ეროვნებით ქართველი დავით  არახამიაა,რომელიც უკრაინის რადაში დეპუტატობისთვის იბრძოლებს.

დავით არახამია არის უკრაინაში ცნობილი მეწარმე და მოხალისე ,რომელსაც საზოგადოება დევიდ ბრაუნის ფსევდონიმით იცნობს.

იგი გახლდათ IT კომპანია "თრანის მონსტრის" (USA) უკრაინის ფილიალის დირექტორი და  უკრაინის არმიის მხარდასაჭერი ,,ხალხის პროექტის“ ავტორი.

2014 წლის აგვისტოში რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ვადიმ მერიკოვის შეთავაზება მიიღო და მისი მრჩეველი გახდა.

ამა წლის აგვისტოში  უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ იგი მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

2014 წელს  სექტემბერში არახამია  უკრაინის თავდაცვის მინისტრის შესყიდვების კუთხით მრჩევლად დაინიშნა.

რაც შეეხება მის ქართულ ფესვებს , არახამია გაგრიდან არის, სკოლის დასრულების შემდეგ  კი განათლება ევროპის უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულებით მიიღო.

არახამიამ  საქართველო 1992 წელს ომის პერიოდში ოჯახთან ერთად დატოვა.