ნონა გაფრინდაშვილი ვეტერან მოჭადრაკეთა შორისაც მსოფლიო ჩემპიონია
ნონა გაფრინდაშვილი ვეტერან მოჭადრაკეთა შორისაც მსოფლიო ჩემპიონია

A+ A-

09:59 10/06/2019

სლოვენიის ქალაქ ბლედში ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილი ჩემპიონი გახდა. გაფრინდაშვილმა ტურნირზე 11 პარტიიდან 6 მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა და 8,5 ქულით, +65 წლის ქალ ვეტერან მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

ნონა გაფრინდაშვილი მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანთა შორის და ყველაზე უხუცესია მათ შორის, ვისაც ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონობა აქვს მოპოვებული.