ხალხი უნდა გამოვიყვანოთ ქუჩაში, ხელისუფლების შესაცვლელად პირდაპირ, ღიად უნდა დავიწყოთ შეტევა - ნათელაშვილი
ხალხი უნდა გამოვიყვანოთ ქუჩაში, ხელისუფლების შესაცვლელად პირდაპირ, ღიად უნდა დავიწყოთ შეტევა - ნათელაშვილი

A+ A-

11:31 10/06/2019

ზაზა სარალიძის გუშინდელი ემოციური გამოსვლის შემდეგ, ხელისუფლების შესაცვლელად პირდაპირ, ღიად უნდა დავიწყოთ შეტევა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს და გადაცემა “კვირის აქცენტებში" სარალიძის ემოციურ განცხადებებს ეხმაურება.

“მოკლედ, საოცრად მძიმე “კვირის აქცენტების“ შემდგომ, საბოლოოდ გამიმყარდა აზრი, რომ ხელისუფლების შესაცვლელად პირდაპირ, ღიად უნდა დავიწყოთ შეტევა, ყოველგვარი გვერდით მოვლენათა მოშველიების გარეშე.
ჩვენ უნდა გვქონდეს იმის მორალური უფლება და რესურსი, რათა ხალხი პირდაპირ გამოვიყვანოთ ქუჩაში ყოველგვარი შვილმოკლული, უბედური მამებისა და სხვა რანგის დაზარალებულთა გარეშე. მიზნისაკენ გვერდიდან მიპარვა კრახით მთავრდება, პირდაპირ უნდა მიეჭრა და იქ იქნება შედეგი -გამარჯვება” , - წერს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერში მწვავე და ემოციური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, სამართლიანობისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს და თუკი ვინმე წინ გადაუდგება, ყველას პასუხს გასცემს.
სარალიძემ ასევე მოუწოდა საზოგადოებას და ოპოზიციას, რომ მისთვის პოლიტიკური იარლიყების მიწებებას არ შეეცადონ.