აგარაში კაცმა ცოლი დაჭრა, თანასოფლელი მამაკაცი კი მოკლა
აგარაში კაცმა ცოლი დაჭრა, თანასოფლელი მამაკაცი კი მოკლა

A+ A-

11:39 10/06/2019

სოფელ აგარაში კაცმა ცოლი დაჭრა, თანასოფლელი მამაკაცი კი მოკლა.

წინასწარი ინფორმაციით, ქალს და მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი ქალი აგარა-ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც “2020NEWS” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით მეუღლე არ დაუკავებიათ, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები.

მათივე ინფორმაციით შემთხვევა გვიან ღამით  მოხდა,  პირველადი მონაცემებით მომხდარზე  გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.