"ნაკუწებად დაჩეხილი ბავშვების მკვლელების ვერ დამალვისათვის დაფნის გვირგვინი უნდა დაგადგან, თქვენ და ბიძინეს მონა გახარიას?!"
"ნაკუწებად დაჩეხილი ბავშვების მკვლელების ვერ დამალვისათვის დაფნის გვირგვინი უნდა დაგადგან, თქვენ და ბიძინეს მონა გახარიას?!"

A+ A-

12:28 10/06/2019

ნიკა გვარამია და რუსთავი-2 რომ გვერდში ედგნენ გაუბედურებულ, მიწასთან გასწორებულ ზაზა სარალიძეს, თქვენ იმას ჩხრეკდით, რატომ იმსახურებდა სიკვდილს დათუნა სარალიძე, დადგომოდით გვერდში, არაკაცებო, დაგიშალათ ვინმემ? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია წერს და გადაცემა "კვირის აქცენტებში ზაზა სარალიძის ემოციურ განცხადებებს ეხმაურება.

“იიი, ნიკა გვარამიას უყვირა დღესო, ვაშა, ზაზა სარალიძე ნაცებს გაემიჯნაო, იმ ქოცი პირფაღარათიანების გასაგონად ვიტყვი:
ა) განურჩევლად ნიკა გვარამიასადმი დამოკიდებულებისა, ის და "რუსთავი-2" რომ გვერდში ედგნენ გაუბედურებულ, მიწასთან გასწორებულ ზაზა სარალიძეს, თქვენ იმას ჩხრეკდით, რატომ იმსახურებდა სიკვდილს დათუნა სარალიძე.
ბ) ნიკა გვარამიამ და რ-2 დაუშალეს ივანიშვილის შსს და პროკურატურას მკვლელების პასუხისგებაში მიცემა, მათ გააქრობინეს ამ უმანკოებს საქმის მტკიცებულებები?
გ) დღისით-მზისით ნაკუწებად დაჩეხილი ბავშვების მკვლელების არ -, უფრო სწორედ, ვერ დამალვისათვის დაფნის გვირგვინი უნდა დაგადგან, ბოზებო, თქვენ და ბიძინეს მონა გახარიას?! დადგომოდით გვერდში, არაკაცებო, დაგიშალათ ვინმემ? მე თუ მივდიოდი იმ აქციებზე, თქვენ არ გეკადრებოდათ თუ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თქვენ მეტი გაქვთ ნაბრძოლი, თქვე ყველა ხელისუფლების ხარჭებო?!
კიდევ აღარ ვწერ იმ სიტყვებს, რასაც ეს ბიდლო იმსახურებს...”, - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, გუშინ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ ეთერში მწვავე და ემოციური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, სამართლიანობისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს და თუკი ვინმე წინ გადაუდგება, ყველას შესაბამის პასუხს გასცემს.
სარალიძემ ასევე მოუწოდა საზოგადოებას და ოპოზიციას, რომ მისთვის პოლიტიკური იარლიყების მიწებებას არ შეეცადონ.