ეს არის მკვლელობა, სადაც მთელი საზოგადოება არის ჭირისუფალი - მარი მეგრელი
ეს არის მკვლელობა, სადაც მთელი საზოგადოება არის ჭირისუფალი - მარი მეგრელი

A+ A-

12:32 10/06/2019

ანალიტიკოსი და ჟურნალისტი მარი მეგრელი ზაზა სარალიძის "კვირის აქცენტების" მძიმე ეთერს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ნელნელა უნდა ვაღიაროთ და მივეჩვიოთ იმას, რომ არის მკვლელობები, სადაც მთელი საზოგადოება არის ჭირისუფალი. სკოლაში ორი არასრულწლოვანის მკვლელობა არის ერთერთი ასეთი. ბრძოლა სამართლისთვის არ მოითხოვს ზაზა სარალიძის გარემოცვაში ყოფნას. არც მისი პერსონის იდეალიზირება არ ყოფილა და არის საჭირო, რომ ეს ბრძოლა კიდევ უფრო საკრალური გავხადოთ (დაწყებული "არცერთი შეცდომა არ დაუშვია"-თი და დამთავრებული "სამოქალაქო გმირობით"). მე დაახლიებით ვიცი, როგორ იმოქმედებდა გამართული საზოგადოება - იბრძოლებდა ყველა ფრონტზე, ყველა ბერკეტით. ოჯახს კი მისცემდა ღირსეული გლოვის შესაძლებლობას. მთლად ვერ ვივარგეთ-მეთქი ვერ ვიტყვი, საზოგადოების ნაწილმა საკმაოდ კარგად იმუშავა, მაგრამ მაინც ყველა ცდილობდა, ზაზა სარალიძის ორბიტაზე ეტრიალა, რამაც ეს კაცი აშკარად ძალიან დააბნია და გადაღალა. ერთი რამ მაკლდა ამ საქმის ყველა ეტაპზე - იმის გაცნობიერება, რომ პირველი, ვინც ჩვენ გვავალდებულებს, ეს თავად დათუნა და მისი უდროოდ შეწყვეტილი სიცოცხლეა. მითუმეტეს იმ გარემოში, რომლის უსაფრთხოებაზე ჩვენ ყველა ვიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას. ის არის პირველი დამკვეთი საზოგადოების, მოითხოვოს სამართალი. ამას თუ გავაცნობიერებთ, ავტომატურად ყველა იმ ტვირთს მიიღებს, რისი ზიდვაც შეუძლია. არ შევახლით ერთმანეთს ზედმეტ ნდობას ან უფრო ზედმეტ უნდობლობას, არ ავიყვანთ ერთმანეთს ცაში, რომ მერე ისევ დავამხოთ და არ დავრჩებით ესე ყბაჩამოვარდნილები, როგორც ხლა ვართ..." - წერს მარი მეგრელი.

შეგახსენებთ, გუშინ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ ეთერში მწვავე და ემოციური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, სამართლიანობისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს და თუკი ვინმე წინ გადაუდგება, ყველას შესაბამის პასუხს გასცემს. სარალიძემ ასევე მოუწოდა საზოგადოებას და ოპოზიციას, რომ მისთვის პოლიტიკური იარლიყების მიწებებას არ შეეცადო