გურჯაანში 75 წლის მამაკაცს ავტომანქანა შეეჯახა
გურჯაანში 75 წლის მამაკაცს ავტომანქანა შეეჯახა

A+ A-

12:44 10/06/2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ტრაქტორს შეეჯახა, შემდეგ კი ტრაქტორთან მდგომ 75 წლის მამაკაცს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.