"ნაირნაირ ნაცებთან" ერთად "ოცნების" დამარცხება შეუძლებელია - ლევან ლორთქიფანიძე
"ნაირნაირ ნაცებთან" ერთად "ოცნების" დამარცხება შეუძლებელია - ლევან ლორთქიფანიძე

A+ A-

13:29 10/06/2019
მემარცხენე აქტივისტის, ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, "ქართული ოცნების“ დამარცხება მიხეილ სააკაშვილთან, გიგა ბოკერიასთან და სხვა მსგავს პერსონებთან ალიანსის ხარჯზე წარმოუდგენელია. მისივე თქმით, ამას რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებენ
 
“მოწინავე ინტელექტუალები“ გამოსავლის ძიების მცდელობა, მით უფრო წარმატებული იქნება. “მმართველი გუნდის კანდიდატის გამარჯვება მრავალი უკულტურო, იაფფასიანი, ნაკლებად პატიოსანი მეთოდის გამოყენებამ განაპირობა. თუმცა, ლადო კახაძის წარმატება ერთი მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას მაინც გვაძლევს:
“ქართული ოცნების” დამარცხება მიშასთან, ბოკერიასთან და სხვა მსგავს პერსონებთან ალიანსის ხარჯზე ფაქტობრივად, შეუძლებელია. ვიმეორებ - ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის "ოცნების" დამარცხებაა აუცილებელი. "ნაცების" საშუალებით "ოცნება" ვერ მარცხდება. მაშასადამე, "ნაირნაირ ნაცებთან" ერთად საქართველოს მომავლის აშენების ყველა მცდელობა განწირულია. რაც უფრო სწრაფად მიხვდებიან ამ ყველაფერს მოწინავე ინტელექტუალები, მით უფრო შედეგიანი იქნება გამოსავლის ძიების ახალი მცდელობები”,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.