ხვალიდან ერთი ადამიანის ცხოვრების გართულებას ვიწყებთ - ირაკლი ოქრუაშვილი
ხვალიდან ერთი ადამიანის ცხოვრების გართულებას ვიწყებთ - ირაკლი ოქრუაშვილი

A+ A-

14:09 10/06/2019

"ხვალიდან ერთი ადამიანის ცხოვრების გართულებას საფუძვლიანად ვიწყებთ, იმისათვის რომ აქ დარჩენილი 3 მილიონის და მის გამო ქვეყნიდან წასული ასობით ათასის ცხოვრება შევამსუბუქოთ“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინიტრი ირაკლი ოქრუაშვილი წერს.

ოქრუაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს ახალ მოძრაობას შემოუერთდეს.

"ჟურნალისტებისთვის ხვალ სასტუმრო "შერატონში" შევიკრიბებით 15:00 საათზე. ვისაც სურვილი აქვს ივანიშვილის ცხოვრების გართულებაში და საკუთარი ცხოვრების შემსუბუქებაში მონაწილეობა მიიღოს, შემოგვიერთდით 12 ივნისიდან ათონელის 27-ში 11:00 საათიდან.

სამწუხაროდ, ეს ბოლო სარკასტული პოსტია“,- წერს ოქრუაშვილი.

ცნობისთვის, ხვალ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას დაფუძნებს.