ყელში გამოუსვა დანა და მერე კიდევ ურტყა, სულ დაჩეხა,ბავშვის თვალწინ მოკლა - სასტიკი მკვლელობის დეტალები
ყელში გამოუსვა დანა და მერე კიდევ ურტყა, სულ დაჩეხა,ბავშვის თვალწინ მოკლა - სასტიკი მკვლელობის დეტალები

A+ A-

14:21 10/06/2019

აგარაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ მედიასთან კომენტარი მოკლულის სიმამრმა გააკეთა. როგორც გივი ოსაძე ამბობს, მკვლელობა მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ მოხდა.

"პატარას სიცხე ჰქონდა და აფთიაქში იყო წამალზე ჩასული. ცოლშვილი მანქანაში ჰყავდა, უკნიდან მიუახლოვდა ავთო და გაიყვანა. ერთად მუშაობდნენ და დანდობილად გაჰყვა. ყელში გამოუსვა დანა და მერე კიდევ ურტყა, სულ დაჩეხა. 4 წლის შვილიშვილმა მითხრა მამას ვიღაც გიჟი მივარდა და დანა ჩაარტყაო. ბავშვის თვალწინ მოკლა. არ ვიცი რამ გააგიჟა. ერთმანეთს იცნობდნენ, ერთად მუშაობდნენ და კონფლიქტი არ ჰქონიათ ,არ უჩხუბიათ. ჩემი სიძე საბაბს არ მისცემდა ვიცი,"- ამბობს მოკლულის ოჯახის წევრი.

პოლიციამ აგარაში კაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მსხვერპლი კაცი აფთიაქში შევიდა და გამოსვლისას მას თავს დაესხა გვერდით კორპუსში მცხოვრები ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მან მეუღლის მეგობარი კაცი მოკლა, მეუღლე კი დაჭრა. აგარაში, მეუღლის მიერ დაჭრილ ქალს 10-ზე მეტი ჭრილობა აღენიშნება და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.