ჩემი შვილისნაირი სადისტურად დაჩეხილი შვილები არ მოგაკლოთ ოჯახებში, ვინც ჩემ შვილს და ოჯახს ლანძღავთ - ზაზა სარალიძე
ჩემი შვილისნაირი სადისტურად დაჩეხილი შვილები არ მოგაკლოთ ოჯახებში,  ვინც ჩემ შვილს და ოჯახს ლანძღავთ - ზაზა სარალიძე

A+ A-

14:59 10/06/2019

"კვირის აქცენტების" სკანდალური და ხმაურიანი ეთერის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ეს ბოლოა და კარგად წაიკითხეთ ვისაც გეხებათ. ზაზა სარალიძის შვილისნაირი სადისტურად დაჩეხილი შვილები არ მოგაკლოთ ოჯახებში და სანათესაოში, ვინც ჩემ შვილს და ოჯახს ლანძღავთ. მო@@@@ანთ მთავრობაც და ოპოზიციაც, თქვენ მასე საქართველო ვერ გადაარჩინოთ. გმირობის ფასი და განმარტებაც არ იცით თქვე ოჯახ @@@.
გმირი მაშინ ვიქნებოდი, როცა შვილებს და მის მომავალს ადამიანებად ჩამოყალიბებულს შევხედავდი და ქვეყნისთვის გამოსადეგარ მომავალს შევქმნიდი. ჩემი გმირობა და მოღვაწეობა 2017 წლის 1 დეკემბერს დასრულდა.
როგორც ჩემი გვარის განშტოება განადგურდა ჩემი მხრიდან, ისე ვნახავ განადგურებულს ყველა უსაფუძვლოდ მოყვირალი ხალხის განშტოებას.
აწი რაც გინდათ, ის ილაპარაკეთ.
მო@@@@ანთ თქვენი წილი ჩამპალი საქართველო.
პ.ს.
კაკუბავას შეახსენეთ მაგ ოჯახ@@@@@ულს, რაც ილაპარაკა არ დამვიწყებია და აბა არ დაგიმტკიცებია რაც დათოზე ილაპარაკე-თქო.
51-ე სკოლას მოკითხვა შეუთვალეთ და შეახსენეთ, რო გამოაჩინოს ა.ს.-ს დახასიათებები, რომლებიც გადამალა.
სანამ კიდე დრო არის და სისხლს სისხლი არ დამატებია.
ინციდენტში მონაწილე ბავშვების მშობლებმა, თქვენ შვილებს თვალებში ჩახედეთ და თუ იქ შიში ამოიკითხეთ, მო@@@ული გაქვთ პატრონი. ე.ი. თქვენც ჩემსავით წაგეშალათ მომავალი.
წითელი ჯიპის პატრონი მოძებნეთ და აზრზე მოიყვანეთ. ყველაფერი კარგად ვიცი და მისდა სამწუხაროდ, არა მარტო მე ვიცი......
დედამო@@@@ლმა პროკურორებმა ან სიმართლე ილაპარაკონ, ანდა 12 ჭრილობა მარტო დათოს სხეულზე არც ყოფილა,არც არის და არც იქნება.
ფიფია ნაბიჭვარო, ჩემი ალალი ბიძაშვილის ძმაკაცად რო ასაღებდი თავს და ნაგლად მიმალავდი მკვლელებს. არ გეგონოს ვინმემ დაგიცვას - ან ილაპარაკე ბიძიკო სიმართლე ან მოვაღწევ შენამდეც.
ვინც ჩემი ოჯახი საღლიცინოდ და საჭორაოდ გამოიყენოს, მო@@@ანთ ოჯახები.
თქვენი ტვინებიდან ამოფრქვეულ აზრებს ჩემი ცოლ-შვილი კითხულობს, თქვენი ცოლშვილი და მომავალი მო@@@ყან.
ყველას დრო დადგება ნელნელა.", - წერს სარალიძე.