საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები დანიასთან დამარცხდა
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები დანიასთან დამარცხდა

A+ A-

00:58 11/06/2019

საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიასთან დამარცხდა. მატჩი ანგარიშით 1:5 დასრულდა. შეხვედრას კოპენჰაგენი მასპინძლობდა.

პირველი გოლი კასპერ დოლბერგმა გაიტანა, ანგარიშის გათანაბრება კი 25-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ შეძლო.

30-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარებში პენალტი დაინიშნა, რომელიც კრისტიან ერიქსენმა წარმატებით შეასრულა, 63-ე წუთზე ერიქსენმა მეორე გოლიც გაიტანა.

73- ე წუთზე თავისი გუნდი იუსეუფ პოულსენმა დააწინაურა, ბოლო გოლის ავტორი კი 90-ე წუთზე მარტინ ბრეიტუეიტი გახდა.