დღეს 9 წლის ქართველი მოცარტი გავიცანი - ნიკოლოზ რაჭველი
დღეს 9 წლის ქართველი მოცარტი გავიცანი - ნიკოლოზ რაჭველი

A+ A-

13:35 11/06/2019

ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:

"მეგობრებო, ძალიან ბედნიერი ვარ!!! მე დღეს გავიცანი ქართველი მოცარტი!!! საოცარი, გენიალური, არნახული 9 წლის ვუნდერკინდი! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე! დიდი, ძაააალიან დიდი მუსიკოსი იზრდება საქართველოში ცოტნე ზედგინიძის სახით! განუმეორებელი ნიჭი და სიღრმე, ღმერთის რჩეული… ღმერთო დიდი მადლობა რომ მომასწარი ასეთი ადამიანის არსებობას.

14 ივნისს ილიას უნივერსიტეტში დაუკრავს მის საკუთარ მუსიკას, ძალიან მაგარს, საინტერესოს, განსაკუთრებულს… აი, რატომ და ვის გამო უნდა ვიყოთ ამაყები! ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს და მინდა, რომ მან შეძლოს ბოლომდე გახსნა, აღმაფრენა და წარმატება! მჯერა მისი! მიყვარს! ვეთაყვანები როგორც განგების რჩეულს!" – წერს ნიკოლოზ რაჭველი.