ხარაგაულში სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა 3 მილიონ ლარს გადააჭარბა
ხარაგაულში სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა 3 მილიონ ლარს გადააჭარბა

A+ A-

17:30 11/06/2019

ხარაგაულში 4 დღის წინ მომხდარი სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა 3 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სტიქიიდან მეოთხე დღეს, სოფელ მარელისსა და ლეღვანში ცენტრალური და საუბნო გზები ​მეწყერებისა და შლამისგან გაწმენდილია, ასევე მოწყობილია დროებითი ხიდები.

ხარაგაულში 7 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ჩხერიმელა და ლეღვნულა ადიდდა, რამაც საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა და ორი სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა.