"მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რომელიც მომდინარეობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან"
"მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რომელიც მომდინარეობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან"

A+ A-

10:27 12/06/2019

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, რეფორმების გზაზე სტრატეგიული პარტნიორების ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორების, მეგობრების განცხადებები. რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, აქ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად; ხვალ უკვე ინიცირდება ახალი პაკეტი, ე.წ. რეფორმების მეოთხე ტალღის პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ფუნდამენტურ ცვლილებებს სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში. ეს დადებით ცვლილებას შეიტანს მართლმსაჯულების სისტემაში. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ძალიან დიდი დრო და ყურადღება დავუთმეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას, შესაბამის კანონმდებლობას და პროცესი წარიმართება ახლა ღიად და გამჭირვალედ და დარწუნებული ვარ, შედეგად მივიღებთ კეთილსინდისიერ და მაღალკვალიფიციურ მოსამართლეებს.

შესაბამისად, გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა და მზად ვართ, რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რომელიც მომდინარეობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან.

რაც შეეხება არჩევნებს, უკვე ზეგ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანი იქნება „ოდირის” რეკომენდაციებთან ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა და დარწუნებული ვარ, ძალიან ფართო თანხმობით მივიღებთ შესაბამის კანონმდებლობას და ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკაც თანდათანობით დაიხვეწება არჩევნების კუთხით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.