ანაკლიის პორტი საქართველოს რუსეთის ეკონომიკური გავლენებისგან დაიცავს - მაიკ პომპეო
ანაკლიის პორტი საქართველოს რუსეთის ეკონომიკური გავლენებისგან დაიცავს - მაიკ პომპეო

A+ A-

11:14 12/06/2019

 იმედს გამოვთქვავ,  რომ საქართველო დაასრულებს პორტის მშენებლობას - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

“იმედს გამოვთქვავ,  რომ საქართველო დაასრულებს პორტის მშენებლობის პროექტს და ამით გაძლიერდება საქართველოს ურთიერთობა თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეებთან და იმავდროულად ქვეყნის პოზიცია დაცული გახდება რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენებისგან. ეს ვითომ მეგობრები საქართველოს ინტერესებს არ იზიარებენ”, - განაცხადა მაიკ პომპეომ.