"გამარჯვებული საქართველო" მესამე პოლიტიკურ ძალად ვერ ჩამოყალიბდება - ნიკა ჩიტაძე
"გამარჯვებული საქართველო" მესამე პოლიტიკურ ძალად ვერ ჩამოყალიბდება - ნიკა ჩიტაძე

A+ A-

12:30 12/06/2019

ინტერვიუ ექსპერტ ნიკა ჩიტაძესთან

"ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური პარტია მესამე პოლიტიკურ ძალად და მითუმეტეს, 2020 წელს “ქართული ოცნების“ დამამარცხებელ მოძრაობად ვერ გამოდგება. პარტიაში გაერთიანებული პოლიტიკოსები რამდენად შეძლებენ წარმატებულ თანაცხოვრებას ცოტა ხანში გამოჩნდება“, - ამის შესახებ “2020NEW“- თან პოლიტიკის ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ისეთი პოლიტიკური წონის ფიგურა არ არის, რომელიც “ქართულ ოცნებას“ პრობლემას შეუქმნის.

- ბატონო  ნიკა, გუშინ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა თამოაზრე პოლიტიკოსებთან ერთად, რომელთა შორის არიან გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი  და სხვანი, ახალი პოლიტიკური მოძრაობაგამარჯვებული საქართველო“  შექმნეს. აღნიშნული პოლიტიკური მოძრაობა 2020 წელსქართული ონებისდამარცხებას შეძლებს?!  და ასევეროგორ ფიქრობთ, მოძრაობაში გაერთიანებული სხვადასხვა პოლიტიკური წარსულისა და იდეოლოგიის მქონე პოლიტიკოსთა თანაცხოვრება, რამდენად წარმატებული იქნება?

- პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებულ საქართველოს“ წარმატებული პოლიტიკური მომავალი ვერ ექნება. მართალია, ირაკლი უქრუაშვილს მაშინ, როცა თავდაცვის მინისტრი და ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მეტი პოლიტიკური ფასი და გავლენა ჰქონდა, მაგრამ დღეს მას რეიტინგი, ფინანსები და კადრები აღარ შერჩა. გუბაზ სანიკიძეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მან რაც არ უნდს გააკეთოს, ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური პარტია მესამე პოლიტიკურ ძალად და მითუმეტეს, 2020 წელს “ქართული ოცნების“ დამამარცხებელ მოძრაობად ვერ გამოდგება.  პარტიაში გაერთიანებული პოლიტიკოსები რამდენად შეძლებენ წარმატებულ თანაცხოვრებას ცოტა ხანში გამოჩნდება.

- გუშინ ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაციაზე განაცხადა, “ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში წავა, პარტიას იმიტომ ქმნის, რომ პოლიტპატიმარი უნდა დაერქვას“. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ, რამდენად მაღალია შანსი იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილზე სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდეს?

- პირველ ყოვლისა, ირაკლი ოქრუაშვილს პარტია იმიტომ არ შეუქმნია, რომ სისხლის სამართლებრივი დევნისგან იყოს დაცული. რაც შეეხება "ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მის დაკავებას, გამორიცხული არაფერია, თუმცა ირაკლი ოქრუაშვილი ახლა არ არის ისეთი პოლიტიკური წონის ფიგურა, რომელიც მმართველ პარტიას საფრთხეს უქმნის და რაც საბოლოო ჯამში, მის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების  საფუძველი შესაძლოა გახდეს.

- ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართულ პოლიტიკაში რამდენიმე პოლიტიკური პარტია შეიქმნა, რომელთა შორის  ეკა ბესელიას, დავით ჭიჭინაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური ძალები არიან. აღნიშნულმა პარტიებმა 2020 წელის საპარლამენტო არჩევნებში, შესაძლოა, “ქართული ოცნებავერ დაამარცხონ და ვერც საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა მოიპოვონთუმცა პოლიტიკურ ვერტიკალზე ასეთი წვრილ-წვრილი პარტიების გამოჩანაქართული ოცნებისთვის“  საშიშ ტენდენციას წარმოადგენს?

-“ქართული ოცნებისთვის“ წვრილ-წვრილი პარტიები საშიშ ტენდენციას არ წარმოადგენენ, რადგან ახლადშექმნილ პარტიებს პოლიტიკური წონა არ გააჩნიათ. ფაქტია, რომ ვერც ეკა ბესელიას, დავით ჭიჭინაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიები საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში განვითარებულ მოვენებზე რადიკალურ გავლენას ვერ მოახდენენ.  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ძირითადი ბრძოლა “ქართულ ოცნებასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის გაიმართება. დღეს ოპოზიციის ლიდერები რევოლუციის შესახებაც აპელირებენ, თუმცა აღნიშნულის სურვილი საზოგადოებაში, ჯერჯერობით, არ იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი სტაბილური ელექტორატი ჰყავს, მას საერთო სახალხო მხარდაჭერა არ გააჩნია. 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე