საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

A+ A-

13:27 12/06/2019

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ახალციხეში, გურკელთან ახლოს,  3.4 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.

ადგილობრივების თქმით, ბიძგები წინუბანსა და აწყურშიც იგრძნობოდა.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.