მკვლელობა წაღვერში - მოკლულია 60 წლის მამაკაცი
მკვლელობა წაღვერში - მოკლულია 60 წლის მამაკაცი

A+ A-

13:50 12/06/2019

სასტიკი მკვლელობა დაბა წაღვერთან. როგორც ირკვევა, წაღვერიდან ბაკურიანის მიმართულებით, ცენტრალურ გზაზე მდებარე ერთ–ერთ სავაჭრო ჯიხურში ნაპოვნი მამაკაცი მოკლულია. ის აღნიშნულ ობიექტზე გამყიდვლად მუშაობდა. 60 წლამდე პირს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ მკვლელობა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში გახსნა, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.