ირაკლი ჩარკვიანის აქამდე უცნობი კომპოზიცია გამოქვეყნდა (ვიდეო)
ირაკლი ჩარკვიანის აქამდე უცნობი კომპოზიცია გამოქვეყნდა (ვიდეო)

A+ A-

13:57 12/06/2019

ქართველი მუსიკოსის ირაკლი ჩარკვიანის აქამდე უცნობი კომპოზიცია გამოქვეყნდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი ირაკლი კაკაბაძე წერს.

"2004 წელს დაწერილი პატარა ბალეტი - ირაკლი ჩარკვიანი, ქეთათო და თქვენი მონა მორჩილი არიან ტექსტის და მუსიკის ავტორები. "როზანთემი" მაშინ თავისებური ექსპერიმენტი იყო - სექსპერიმენტული ექსპერიმენტი. ახლა უკვე 15 წელი გავიდა და ამ ვეშჩმა თავისი ქალიშვილობა უნდა დაკარგოს, რომელსაც 15 წელი სათუთად ვუნახავდით. ირაკლი ჩარკვიანის გენიალური ხედვა ჩანს აქ მსოფლიოში რომანტიული სოციალისტური სიზმრების დამთავრების შემდეგ პარაბელუმის ლულის ქვეშ",- წერს კაკაბაძე.

შეგახსენებთ, მომღერალი, კომპოზიტორი და პოეტი, ირაკლი ჩარკვიანი 2006 წელს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.