მაისში უცხოური ვალუტის რეზერვები 99 მილიონი დოლარით გაიზარდა
მაისში უცხოური ვალუტის რეზერვები 99 მილიონი დოლარით გაიზარდა

A+ A-

16:05 12/06/2019

2019 წლის მაისში, წინა თვესთან (აპრილთან) შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის  უცხოური ვალუტის რეზერვები 3%-ით,  99 მილიონი დოლარით  გაიზარდა და 3.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლო ერთ წელიწადში უცხოური ვალუტის რეზერვები 25%-ით,  710 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.

2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით არსებული 3.5 მილიარდი აშშ დოლარის რეზერვებიდან 3 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 525 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი