მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მესამე მოადგილედ დაინიშნა
მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მესამე მოადგილედ დაინიშნა

A+ A-

16:23 12/06/2019

"ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერის ნინი ქარსელაძის ოჯახის წევრი , მომღერალი ზურა ხაჩიძე, სამცხე–ჯავახეთში გუბერნატორის მოადგილედ დღეს, 12 ივნისს წარადგინეს. 

 მომღერალი მხარის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება. გუბერნატორმა ზურა ხაჩიძე თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.

შეგახსენებთ, ზურა ხაჩიძე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“.