"ოცნების" მილიონერი დეპუტატი, რომელსაც ბრალი თაღლითობის მუხლით წაუყენეს, ხელისუფლებისგან ღირსების ორდენს ელოდება
"ოცნების" მილიონერი დეპუტატი, რომელსაც ბრალი თაღლითობის მუხლით წაუყენეს, ხელისუფლებისგან ღირსების ორდენს ელოდება

A+ A-

16:36 12/06/2019

გორის მაჟორიტარი დეპუტატი, იოსებ მაკრახიძე, გარდა იმისა, რომ მილიონერ დეპუტატთა შორის ერთ-ერთი მილიონერია, პარლამენტში ამნისტირებული "საბუთით" მივიდა. თაღლითობის მუხლით გასამართლებულ დეპუტატს, რომელმაც გორის მაჟორიტარული ოლქი "ქართული ოცნების" კანდიდატობით მოიგო, იმედი აქვს, უფრო ზუსტად კი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება მის კომპანიას  ღირსების ორდენით დაასაჩუქრებს.

არ არის გამორიცხული ასეც მოხდეს, რადგან, მაკრახიძე 2016 წელს "ოცნებამ" მაჟორიტარის მანდატით დაასაჩუქრა "ღრმად მეოცნებეობის და სოლიდური შემოწირულობების" გამო.

"2020NEWS" მაკრახიძის სისხლის სამართლის საქმით მისი ქონებრივი დეკლარაციის შესწავლის შემდეგ დაინტერესდა. მის ქონებრივ დეკლარაციას ოდნავ მოგვიანებით მივუბრუნდებით. მანამდე კი, "2020NEWS" გორის მაჟორიტარ დეპუტატს თაღლითობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის დეტალების გარკვევისთვის დაუკავშირდა. 

“ფირმას ჰქონდა შესრულებული სამუშაო, მე ვიყავი ფირმის ხელმძღვანელი. თანხების გაფლანგვას საქმე არ ეხებოდა, თანხები მე როგორ უნდა გამეფლანგა?!“, -  უთხრა “2020NEWS“-ს იოსებ მაკრახიძემ,  რომელსაც  2012-2016 წლებში პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდების შესახებ ვკითხეთ, რომლის მიხედვითაც, მაკრახიძეს ბრალი თაღლითობის მუხლით ედებოდა (2016 წლის ივლისში ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ  დეპუტატზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა).

როგორც მაკრახიძე  გვეუბნება, ზუსტად არ ახსოვს, გირაო რატომ დაეკისრა და თაღლითობის ბრალდებით ბრალი ნამდვილად წარედგინა თუ არა.

- თუ გაინტერსებთ, გირაო რატომ დამეკისრა, ჩამობრძანდით და ყველა ინფომაციას მოგაწოდებთ, ჩემს იურისტთან ერთად. ზუსტად არ მახსოვს პროკურატურამ თაღლითობის მუხლით წარმიდგინა თუ არა ბრალი -  მე მგონი კი. თუ გსურთ, დეკუმენტაციასაც მოგაწვიდით, დასამალი არაფერი მაქვს. ჩემი წარსული უნდა იცოდეთ. სანამ მაჟორიტარი დეპუტატი გავხდებოდი, მთელი გზა გავიარე, ახალციხიდან დაწყებული ყველა ობიექტი კარგად მაქვს შესრულეული, იმიტომ რომ ერთ-ერთი წარჩინებული ორგანიზაცია მაქვს.

შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს ღირსების ორდერი მივიღე და ახლა ამათთანაც ალბათ, ჩემი ორგანიზაცია მიიღებს ღირსების ორდერს. ყველა ჩემი სამუშაო ათიანზე სრულდება.

- ბატონო იოსებ, სასამართლოს განჩინებაში წერია, რომ  შპს "იბოლიასდირექტორმა ანუ თქვენ, მიღება-ჩაბარების აქტებში არასწორი მონაცემები შეიტანა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, სახელმწიფო თანხების მითვისება განიზრახეთ, რის გამოც 2012-2016 წლებში თაღლითობის მუხლით ბრალდება წარგედგინათ. სამუშაო ამ შემთხვევაშიცათიანზე შეასრულეთ“ ?

- თუ ახლოს ხართ მშნებლობასთან, მოგიტანთ ფურცელს და ნახავთ, რომ ერთი დარღვევაც კი არ არის, ხანდახან შეცდომა ხდება ხოლმე. საქართველოში ჩემს ორგანიზაციას იცნობენ, როგორც წარჩინებულ ფირმას. თუ გინდათ დაგათვალიერებინებთ. ზოგ კომპანიას "ლაფატკაც" არა აქვს და ისე იღებს მონაწილეობას  ტენდერებში.

- მას შემდეგ, რაც 2016 წლიდან გორის მაჟორიტარი დეპუტატი გახდითმხოლოდ 5 თვეში თქვენს ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიებმა გორის მერიის მიერ გამოცხადებული  3 683 534 ლარის ტენდერი  მოიგო. შპს "იბოლიამ“, სადაც 40%-იან წილს დღემდე ინარჩუნებთ, მხოლოდ 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში  8 მლნ ლარზე მეტის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა. აღნიშნულს რით ხსნით?

- თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ ტარდება ტენდერები, იქ უნდა მიიტანო და დადო შენი საბუთები. ტენდერი დახურულია, ელექტრონულია, იქ ვერ გაიგებ პეტრე იღებს მონაწილეობას თუ პავლე.

- გასულ წელს თქვენი ოჯახის წევრების კომპანიებმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, საერთო ჯამში, 5 021 930 ლარი მიიღეს. თქვენს მფლობელობაში არსებული კომპანია შპსიბოლიაკი მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს. არ მეთანხმებით?

- არავითარ შემთხვევაში. პირდაპირ შესყიდვებში მონაწილეობას ვერიდებით. იმასაც გაჩვენებთ, ტენდერებში რამდენი მაქვს წაგებული. ორი წლის წინ წავაგე და მოიგო აზერბაიჯანმა. თქვენ რომელი გაგეხარდებათ, იმათ რომ წაეგო თუ ჩვენ რომ მოგვეგო?! თქვენ გინდათ,  სხვებმა მოიგონ და მე არ მოვიგო?!

 კომპანიიდან ოთხი წელია წამოსული ვარ, აღარაფერს ვაკეთებ, მაგრამ ისევ დავბრუნდები. მართვა მაქვს გადაცემული სხვა პირებისთვის. ჩემი ორგანიზაცია, დაახლოებით, 6 000 ოჯახს ინახავს, გინდათ, რომ სამსახურს თავი დავანებო და 2 000 კაცი ისე დავტოვო?! - არ იქნება ეს სწორი. მინდა, რომ  წარმოდგენა გქონდეთ და ნახოთ რასაც ვაკეთებთ. საქართველოში კუთხე არ არსებობს, სადაც სამუშაოები არ გვქვს შესრულებული.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე