რუსეთში ჟურნალისტ ივან გოლუნოვის 90 მხარდამჭერი დააკავეს
რუსეთში ჟურნალისტ ივან გოლუნოვის 90 მხარდამჭერი დააკავეს

A+ A-

16:41 12/06/2019

მოსკოვის ქუჩებში რუსი ჟურნალისტის, ივან გალუნოვის მხარდამჭერი მარში გაიმართა. უამრავი ადამიანი მეტროსადგურ „ჩისტიე პრუდისთან“ შეიკრიბა.

მიუხედავად ამისა, რომ გოლუნოვის წინააღმდეგ საქმე ბრალის დაუმტკიცებლობის გამო, 11 ივნისს შეწყდა, როგორც რუსული სააგენტო “ნიუსრუ” იუწყება, ხელისუფლება ცდილობდა,  დიდი რაოდენობის ნარკოტიკებთან დაკავშირებით მისთვის საქმე შეეკერათ.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მოწოდებას, დაშლილიყვნენ, არ დაემორჩილნენ, სამართალდამცველებმა მათი დაპატიმრება დაიწყეს.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 90 ადამიანზე მეტია დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ Meduza-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს. 8 ივნისს გოლუნოვს დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით გაყიდვაში წაუყენეს ბრალი, რაც 10-დან 20 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება აუკრძალეს. უპრეცედენტო სოლიდარობის კამპანიის დაწყების შემდეგ კი გოლუნოვი დროებით შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.