ხარაგაულის სოფელ ძირულაში 50-მდე მუშა გაფიცულია
ხარაგაულის სოფელ ძირულაში 50-მდე მუშა გაფიცულია

A+ A-

17:12 12/06/2019

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულაში 50-მდე მუშა მე-3 დღეა გაფიცულია. დასაქმებულები შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გადახდას ითხოვენ. 

"შპს ,,ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალმა“ დასაქმებულებს არასრული სახელფასო ანაზღაურება გადაუხადა, რაც მუშებში უკმაყოფილების მთავარი მიზეზი გახდა. შედეგად მშრომელები მე-3 დღეა გაფიცულები არიან და შროშა-ძირულას საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა პარალიზებული აქვთ", - აღნიშნულია პროფკავშირების განცხადებაში.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამუშაო პირობებისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით ძირულაში შრომის ინსპექციის წარმომადგენლების გაგზავნისკენ მოუწოდებს.