"ჩემი ბიჭი, საყვარელ მხარეს ისე მოუვლი როგორც მე 8 წლიდან" - ნინი ქარსელაძე ზურა ხაჩიძეს
"ჩემი ბიჭი, საყვარელ მხარეს ისე მოუვლი როგორც მე 8 წლიდან" - ნინი ქარსელაძე ზურა ხაჩიძეს

A+ A-

17:23 12/06/2019

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ მომღერალ ზურა ხაჩიძის დანიშვნას მომღერალი ნინი ქარსელაძე ეხმაურება.
შესაბამის პოსტს ის სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს და ხაჩიძეს წარმატებებს უსურვებს.
“ჩემი ბიჭი. დარწმუნებული ვარ, შენს საყვარელ მხარეს ისე მოუვლი და გადაყვები, როგორც მე 8 წლიდან!!!
წარმატებები. მიყვარხარ!”, – წერს ნინი ქარსელაძე.
შეგახსენებთ , ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის მოადგილედ დაინიშნა.
ინფორმაცია “კვირას” გუბერნიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, გუბერნატორმა ხაჩიძე თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.
ხაჩიძე ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება.