"ქართული ოცნება" მთელი ქვეყნის ეთიკის საბჭოზეა გასატანი - დავით ჭიჭინაძე
"ქართული ოცნება" მთელი ქვეყნის ეთიკის საბჭოზეა გასატანი - დავით ჭიჭინაძე

A+ A-

17:30 12/06/2019

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძის აზრით, ეთიკის საბჭომ პირველ რიგში "ქართული ოცნებისა" და პარლამენტის თავმჯდომარის საკითხი უნდა განიხილოს.

როგორც ჭიჭინაძემ, "2020NEWS"-ს განუცხადა, მმართველი გუნდი მთელი ქვეყნის ეთიკის საბჭოზეა გასატანი. მისივე თქმით, "ოცნების" წევრებს სათქმელი არაფერი აქვთ, ამიტომ მუშტი-კრივზე გადადიან.
"ვფიქრობ, ეთიკის საბჭოზე პირველ რიგში "ქართული ოცნებისა“ და მისი პარლამენტის თავმჯდომარის საქმეა განსახილველი. მმართველი გუნდი მთელი ქვეყნის ეთიკის საბჭოზეა გასატანი. მათ მოახერხეს ის, რომ მათი სიტყვა აღარ არის წონადი და ამიტომაც, როცა არგუმენტები არ აქვთ, პირველყოფილ მეთოდებს მიმართავენ და მუშტი-კრივზე გადადიან. მოკლედ, სანქცია არ უშველის არაფერს. აღარავის სჯერა მათი სიტყვების და არაფრით არ განსხვავდებიან "ნაციონალური მოძრაობისგან“.
თანაც, წესრიგის დამყარება არ ხდება შეზღუდვით. წესრიგის დამყარება ხდება წესიერი საქციელით და არა ვიღაცის მოგონილი სანქციებით. ანუ, უკულტურო დეპუტატს არანაირი ეთიკის საბჭო არ უშველის და ეს მხოლოდ თამაშია.
ისე, მივლინებაში მეც მივდიოდი ყაზახეთში დამკვირვებლად, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ ამიკრძალა. ასე რომ, დიდი დანაკარგი არ არის. თვითონ ფაქტია ყველაზე არაეთიკური, რომ შენი საკითხი ეთიკის საბჭოზე გადის", - განუცხადა "2020NEWS" დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის ეთიკის საბჭოს პირველ სხდომა გაიმართა, სადაც პარლამენტის წევრების მხრიდან ეთიკური ნორმების დარღვევა განიხილეს. ერთ-ერთი სანქცია კი, უცხოეთში მივლინების შეზღუდვაც იყო.