ბოლოს და ბოლოს, 33 წლის შემდეგ შევხვდით - ვინ არია ქალი, რომელიც სააკაშვილმა უკრაინაში იპოვნა?
ბოლოს და ბოლოს, 33 წლის შემდეგ შევხვდით - ვინ არია ქალი, რომელიც სააკაშვილმა უკრაინაში იპოვნა?

A+ A-

17:58 12/06/2019

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ის ქალი იპოვა, რომელმაც მას, 33 წლის წინ, სამხედრო სამსახურის დროს, ფილტვების ანთებით დაავადებულს უმკურნალა.
როგორც აღმოჩნა ქალი, რომელიც წლების წინ სადგურის მორიგედ მუშაობდა, ტელეწამყვან პეტრო მაჰას დედაა. ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში წერს.

“ოდესღაც, შორეულ 1986 წელს, მე მესაზღვრე ვიყავი ჩოპის სადგურზე. ცივ იმიერ კარპატულ ზამთარში ფილტვების ანთებით გავხდი ავად და სადგურის მორიგე მივლიდა, რომელსაც ჩემთვის წამლები, თაფლი, მურაბა და ცხელი ჩაი მოჰქონდა და მკურნალობდა. ამის შემდეგ ის აღარ მინახავს, მაგრამ მუდამ მახსოვდა.
დღეს მე ვიყავი პეტრო მაჰას გადაცემის ჩაწერაზე და აღმოჩნდა, რომ ის მისი დედაა. ჩვენ ბოლოს და ბოლოს შევხვდით 33 წლის შემდეგ. სიკეთე არასდროს იკარგება. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა ბოლო რამდენიმე წელში. მადლობა ყველას, ვისთვისაც სხვისი ტკივილი სულერთი არაა, მათ შორის უცნობი ადამიანებისაც“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.