"პატრიოტმა" ადა მარშანიამ პოზიცია შეიცვალა
"პატრიოტმა" ადა მარშანიამ პოზიცია შეიცვალა

A+ A-

18:28 12/06/2019

"პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ პოზიცია შეიცვალა და სოფიო კილაძის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს "ბავშვის უფლებების შესახებ", მხარი დაუჭირა.

მე ვიყავი დეპუტატი, რომელმაც ძალიან ემოციურად და გაბრაზებულად გაილაშქრა ამ კოდექსის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ იყო გასაბრაზებელი, მაგრამ საოცარი თანამშრომლობა შედგა კომიტეტში, რაც არის პირველ რიგში სოფიო კილაძის დამსახურება. სასულიერო და ყველა დაინტერსებულ პიართან ერთად, მისხალ-მისხალ გავიარეთ ეს კოდექსი და შემიძლია მხარი დავუჭირო მას და განვაცხადო, რომ ეს არის მართლად ჩვენი ეროვნული, ქართული კოდექსი ბავშვთა უფლებების დაცვის”, - განაცხადა ადა მარშანიამ პლენარულ სხდომაზე.

"ბავშვის უფლებების“ კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.