მინსკის "ევროპული თამაშებიდან" ძალიან სერიოზული შედეგების მოპოვებას ველოდებით - ემზარ ზენაიშვილი
მინსკის "ევროპული თამაშებიდან" ძალიან სერიოზული შედეგების მოპოვებას ველოდებით - ემზარ ზენაიშვილი

A+ A-

18:31 12/06/2019

ინტერვიუ ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანთან, ემზარ ზენაიშვილთან

“2020NEWS“-თან ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი რიგით მეორე ევროპული თამაშების შესახებ საუბრობს, რომელიც მინსკში გაიმართება.

მისი თქმით, ევროპულ თამაშებზე საქართველოს 61 სპორტსმენი წარადგენს, საერთო ჯამში, კი სხვადსხვა ქვეყნიდან 4 ათასი მონაწილე იქნება წარმოდგენილი.

- ბატონო ემზარ, წელს ევროპულ თამაშებს მინსკი მასპინძლობს, როდის გაიხსნება და დაიხურება აღნიშნული თამაშები  და  საერთო ჯამშიმასში რამდენი ქვეყანა იღებს მონაწილეობას?

- 2015 წელს პირველი ევროპული თამაშები აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩატარდა, მეორე ევროპული თამაშები კი მინსკში გაიმართება, რომელიც 21 ივნისს გაიხსნება  და 30 ივნისს დაიხურება.  მინსკში მედლების 200-ზე მეტი კომპლქეტი გათამაშდება. საერთო ჯამში,  ევროპულ თამაშებში მონაწილეოებას ევროპის 50-ვე ქვეყანა, მათ შორის, საქართველო 10 სახეობაში მიიღებს.

- საქართველო ევროულ თამაშებზე რამდენი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი?

- საქართველო 61 სპორსტმენით იქნება წარმოდგენილი. თამაშებში საერთო ჯამში სხვადასხვა ქვეყნის 4 ათასი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ამ თამაშებზე 2 ათასამდე მოხალისე და ბევრი მაღალი თამანდებობის პირი ჩავა. მაგალითად, სხვადასხვა ქვეყნის პრემიერი და პრეზიდენტი, მათ შორის, იქნება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. საქართველოდან ოლიმპიურ სოფლებში 100-მდე დელეგაციის წევრი იქნება წარმოდგენილი.

- როგორია იმ სპორტსმენთა შემადგენლობა, რომლებიც საქართველოს მინსკში ვეროპულ თამაშებზე წარადგენენ?

- 61 სპორტსმენში 3 ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია, 6 ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ხოლო 12 მსოფლიო ჩემპიონი. მინდა ხაზი გავუსვა, როგორი ძლიერი შემადგენლობით მიდიან ქართველები მინსკში წლის ყველაზე მთავარ შეჯიბრებაზე. გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი არის 25, ევროპის ჩეპიონი და პრიზიორი კი 30-მდე ადამიანი. ახალგაზარდული ოლიმპიური თამაშების პრიზიორია ერთი, ხოლო გასული პირველი ევროპული თამაშების ჩემპიონი და პრიზიორი “ბაქო 2015“ - არის 9 სპორტსმენი.  ასე რომ, ჩვენ გვაყავს ძალიან სოლიდური გუნდი, რომელიც მისკში მიემგზავრება და ბუნებრივია, ძალიან სერიოზული შედეგების მოპოვებას ველოდებით. ამ თამაშებში მონაწლეობას იღებს ჩვენი  ლეგენდარული სპორტსმენი ნინო სალუქვაძე, რომლისთვისაც “ტოკიო 2020“ მე-9 ოლიმპიური თამაშები იქნება.

- 61-ვე  სპორტსმენმა მოსამზადებელი ეტაპიევროპული თამაშებზე საქართველოს ღირსეულად წარდგნების მიზნით, საფუძვლიანად გაიარა?

- ყველა გუნდმა პროფესიონალების, მწვრთვნელთა კორუსისა და  ფედერაციის  ხელმძღვანელების მიერ დაგეგმილი ეტაპები გაიარა. 14-ში  აღმასკომის სხდომაზე, მოვისმენთ  სპორტსმენებისა და  დელეგაციების ინფორმაციას, თუ რა დენეზე არიან მომზადებულნი ჩვენი სპორტსმენები.  ვფიქრობთ, რომ ჩვენი სპორტმენები ამ დიდ სპორტულ ბატალიას სრულიად მზად შეხვდებიან და საქართველოს ღირსეულად წარმოაჩენენ.