ქართველმა 20-წლამდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე შოტლანდია დაამარცხეს
ქართველმა 20-წლამდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე შოტლანდია დაამარცხეს

A+ A-

19:56 12/06/2019

არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი შოტლანდიელი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 17-12 დაამარცხა.

შესვენებაზე გუნდები მე-5 წუთზე დაფიქსირებული ანგარიშით გავიდნენ – 0-7 შოტლანდიის სასარგებლოდ, თუმცა 75-ე წუთზე ქართველები წინ გავიდნენ და შეხვედრა საბოლოოდ ქართველი 20-წლამდელების გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა.