დღეს ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება
დღეს ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება

A+ A-

10:23 13/06/2019

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინი პრაღაში მორიგ შეხვედრას გამართავენ.

როგორც  აბაშიძემ აცხადებს , შეხვედრაზე განსახილველი საკითხები იქნება სატრანსპორტო კომუნიკაციები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ჰუმანიტარული თემატიკა.

„დღეს შედგება ჩვენი მორიგე შეხვედრა, რომელსაც ესწრებიან საგარეო უწყებების, ასევე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. ჩვენი დღის წესრიგით უმთავრესად გათვალისწინებულია ისეთი საკითხების განხილვა, როგორებიც არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული თემები. ზოგადად გავივლით 2011 წლის შეთანხმებასაც საბაჟო მონიტორინგის თაობაზე, რადგან ამაზე უკვე სამუშაო ჯგუფები მუშაობენ.
შეხვედრის წინ ყოველთვის ვამახვილებთ ყურადღებას ოკუპირებული რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, იქ მიმდინარე მილიტარიზაციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, საერთაშორისო ნორმების, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის პრინციპების ხელყოფაზე“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.