სერგი კაპანაძემ საარჩევნო საკითხებზე მიმდინარე შეხვედრა დატოვა
სერგი კაპანაძემ საარჩევნო საკითხებზე მიმდინარე შეხვედრა დატოვა

A+ A-

11:52 13/06/2019
"ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ საარჩევნო საკითხებზე შეკრებილი ჯგუფის შეხვედრა დატოვა. როგორც კაპანაძემ განაცხადა, ოპიზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნაა 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. მისი თქმით, დანარჩენი სხვა საკითხი მეორეხარისხოვანია.
 
“არ შეიძლება მნიშვნელოვანი საკითხები იყოს პატარა, ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების მძევალი და ჩვენ მოწყალების იმედზე ვიყოთ. ახლა სწორედ ამას ვხედავთ. ოპოზიციურო პარტიების მთავარი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის შეცვლა და 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა, რადგან ამ სისტემით ნაწილდება უფრო ადეკვატურად მანდატები პარლამენტში. შესაბამისად ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ დისკუსია საარჩევნო სისტემის შეცვლაზე დაიწყოს. აღნიშნული საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე დავსვით და მმართველი გუნდისგან ჩამოყალიბებულ პასუხს ველოდებით“,- აღნიშნა სერგი კაპანაძემ. ცნობისთვის, პარლამენტში ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.