სოფელ კაჭრეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს "სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელი" დაიღუპა
სოფელ კაჭრეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს "სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელი" დაიღუპა

A+ A-

13:26 13/06/2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) თანამშრომელი დაიღუპა.

33 წლის მამაკაცი ტრანსფორმატორზე ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოებს ატარებდა.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. მამაკაცი ქვესადგურების ჯგუფის უფროსად მუშაობდა.

მომხდართან დაკავშირებით ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემა" განცხადებას ავრცელებს.

„12 ივნისს, დაახლოებით 23:30 საათზე ქვესადგურში „კაჭრეთი-110“, ფიდერზე აღდგენითი სამუშაოების ჩატარების დროს მოხდა უბედური შემთხვევა, გარდაიცვალა გურჯაანის ქვესადგურების ზონის უფროსი შოთა მთავარაშვილი.

ამ დროისათვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძიება.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, – აღნიშნულია ელექტროსისტემის განცხადებაში.