საქართველოს ბანკი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში სტუდენტების განათლების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტურ პროგრამას START-ს იწყებს
საქართველოს ბანკი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში სტუდენტების განათლების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტურ პროგრამას START-ს იწყებს

A+ A-

13:33 13/06/2019

საქართველოს ბანკი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სტუდენტურ პროგრამას START-ს იწყებს. პროგრამის მიზანია, სფეროთი დაინტერესებული სტუდენტების მოზიდვა, მათი თეორიული და პრაქტიკული ცოდნისამაღლების ხელშეწყობა.

პროგრამაში მონაწილეობა ახალგაზრდებს დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში, ახალიპრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. სტუდენტებს თეორიულიცოდნის მიღებასთან ერთად რეალურ სამუშაო პროცესში ჩართულობის შესაძლებლობა ექნებათ.

პროგრამისწარმატებული მონაწილეები კი საქართველოს ბანკში დასაქმდებიან. საქართველოს ბანკი კი, თავის მხრივ, შეძლებსშექმნას ახალგაზრდა ტალანტებისგან დაკომპლექტებული გუნდები.

"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია განათლების მხარდაჭერა, განსაკუთრებით სტუდენტური პროგრამებისხელშეწყობა. ვფიქრობთ, ქვეყნის წამყვან კომპანიაში პრაქტიკის გავლა მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას,აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიარონ სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და იპოვონ საკუთარიროლი შესაბამის გუნდებში.

ასევე, გაეცნონ და იმუშაონ ეჯაილის პრინციპებით, დანერგონ ის პრაქტიკაში. სტუდენტური პროგრამის ხანგრძლივობა 7 თვეა. ინფორმაციული ტექნოლოგიების სტუდენტური პროგრამა ბანკში2014 წლიდან მოყოლებული წარმატებით ხორციელდება. პროგრამის გამორჩეული მონაწილეები კი დღეს უკვესაქართველოს ბანკის გუნდის წევრები არიან", - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

რეზიუმეს გასაგზავნად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: It.internship.ge