"ვიწვევთ ყველა სახელმწიფოს, შემოგვიერთდეს ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის გლობალურ კამპანიაში"
"ვიწვევთ ყველა სახელმწიფოს, შემოგვიერთდეს ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის გლობალურ კამპანიაში"

A+ A-

14:03 13/06/2019

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 31 მარტის „ტვიტერის“ პოსტს ავრცელებს.

"ლგბტ პრაიდის თვეს ჩვენ ვზეიმობთ და მივესალმებით ლგბტ ადამიანების განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი დიდი სახელმწიფოს წინაშე. მოდით, სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ იმ უამრავ ლგბტ ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნებში, სადაც სჯიან, აპატიმრებენ და სიკვდილსაც უსჯიან სექსუალური ორიენტაციის გამო.

ჩემმა ადმინისტრაციამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის გლობალური კამპანია დაიწყო და ვიწვევთ ყველა სახელმწიფოს, შემოგვიერთდნენ ამ ძალისხმევაში!“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ პოსტში.