"საარჩევნო პროცესში ხშირად ადგილი აქვს სიძულვილის ენის გამოყენებას, რაც დაუშვებელია"
"საარჩევნო პროცესში ხშირად ადგილი აქვს სიძულვილის ენის გამოყენებას, რაც დაუშვებელია"

A+ A-

14:07 13/06/2019

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, საარჩევნო პროცესში ხშირად ადგილი აქვს სიძულვილის ენის გამოყენებას, რაც დაუშვებელია. მისი თქმით, პირის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსი უნდა იყოს დაცული.

"ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესს თან ახლავს ემოციები. ამ ემოციებს შორის ერთ-ერთი პრობლემატური გახლავთ სიძულვილის ენის გამოყენება სხვადასხვა კანდიდატებთან მიმართებაში. ხშირად ეს სიძულვილის ენა კიდევ უფრო თვალში საცემია ხოლმე, როდესაც კანდიდატი არის ქალი. ჩვენ ვნახეთ, რომ შარშან არჩევნებზე რესპექტაბელური ასაკის მქონე ქალი კანდიდატის წინააღმდეგ მამაკაცები ძირითადად და მეორე პარტიის მამაკაცი კანდიდატი იყენებდა სიძულვილის ენას. ვფიქრობ, თუ იქნება ძალიან ფრთხილი, ფაქიზი მიდგომის შედეგად შემუშავებული რეგულაციები და ბალანსი იქნება დაცული პირის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, არ იქნება პრობლემა. პირიქით, ეს უნდა გაკეთდეს, იმისათვის, რომ არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები, რა შეიძლება გამოხატვის თავისუფლების სახელით აკადრო და რა არ შეიძლება აკადრო სხვა ინდივიდს, რომელსაც აქვს თავისი პირადი სივრცე“,- განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ორგანიზებით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლები.