სერიალ „ველური ვარდის“ მსახიობი გარდაიცვალა
სერიალ „ველური ვარდის“ მსახიობი  გარდაიცვალა

A+ A-

11:27 14/06/2019

54 წლის ასაკში სერიალ „ველური ვარდის“ (Rosa salvaje) მექსიკელი მსახიობი ედიტ გონსალესი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა, რომელსაც ის ბოლო სამი წლის განმავლობაში ებრძოდა. ტელემაყურებლები ედიტ გონსალესს ასევე სერიალებიდან „მდიდრებიც ტირიან“ (Los ricos tambin lloran) და „ველური გული“ (Corazon Salvaje) იცნობენ.