ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებისგან 300 მილიონს ითხოვს - რა ხდება "შუშის სასახლეში"?!
ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებისგან 300 მილიონს ითხოვს - რა ხდება "შუშის სასახლეში"?!

A+ A-

14:10 14/06/2019

ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება უკვე დაიწყო. 

300 მილიინი დოლარი - ეს ის თანხაა, რომლის საარჩევნო ყულაბაში მობილიზება უნდა მოხდეს ბიზნესიდან, რადგან "ქართულმა ოცნებამ" ზუსტად იცის, რომ თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს რამე მოაგებინებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ დიდი ფულია.                 

როგორც “2020NEWS” -ს ინფორმირებული წყარო უყვება, ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესმენების დაბარება უკვე დაწყებულია. შუამავალი "ლეგენდარული" ვანო ჩხარტიშვილია, რომელიც  ივანიშვილთან  დაახლოებული პირი და უახლოესი გარემოცვის წევრია.                       

"ბიზნესმენები რთულ სიტუაციაში აღმჩნდნენ. მათი შუშის სასახლეში დაბარებები გახშირებულია. არჩევნების დაფინანსებას მათგან პირადად ბიძინა ივანიშვილი ითხოვს", - განუცხადა "2020NEWS”-ს ინფორმირებულმა წყარომ.

სხვათაშორის, ე.წ. "შავი ფულის" სალარო ზუგდიდის არჩევნების დროსაც ფუნქციონირებდა, რომელზეც "2020NEWS” 19  მაისის არჩევნებამდე წერდა.

"ბიზნესმენებისგან საარჩევნოდ ფულის ამოღება "ოცნების" ექსკლუზივი კი არ არის. ასე იყო შევარნაძის და სააკაშვილის დროსაც.

2003 წელს, ერთ-ერთ ასეთ "თათბირზე", აკაკი ჩხაიძემ, რომელიც რკინიგზის შეფი იყო და მილიონებს ფლობდა, ღიად უთხრა შევარდნაძეს, რომ ფულის მოტანას არ აპირებდა, მას მხარი მაშინდელმა დედაქალაქის მერმა, ვანო ზოდელავამაც აუბა.

მაგრამ მაშინ რამოდენიმე მილიონზე იყო ლაპარაკი, ახლა მასშტაბი ასტრონომიულად დიდია. 2003 წლის არჩევნები როგორც დასრულდა ხელისუფლებისთვის, ყველას კარგად ახსოვს", - აცხადებს სააგენტოს ინფორმატორი.

მისივე თქმთ, ეს "პრობლემა" სააკაშვილს არ ჰქონია.

„ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი... გახსოვთ ხომ, ბიზმენებს ანგარიშის ნომრებს რომ აძლევდნენ, სადაც თანხა უნდა ჩაერიცხათ?!

ახლა ბიძინა ივანიშვილს დამხმარეებიც ჰყავს ვანო ჩხარტიშვილის, უჩა მამაცაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, კახა კალაძის, გიორგი გახარიას და ირაკლი კობახიძის სახით, თუმცა, ამ პროცესს ივანიშვილი პირადად და აქტიურად აკონტროლებს", - აცხადებს ინფორმირებული წყარო.

შეგახსენებთ, 2020 წელს "ქართულ ოცნებას" ხელისუფლენაში ყოფნის 8 წლიანი ვადა გასდის. საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ხელისუფლებაში ყოფნის ე. წ. ორვადიანი, ანუ 8 წლიანი ბარიერი, ჯერ არც ერთ ხელისუფლებას არ გადაულახავს.