დნეპრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
დნეპრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

A+ A-

16:01 16/06/2019

დნეპრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.

ღონისძიებაში უკრაინაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი სანდრო თოფურია, საქართველოს კონსული ირაკლი ადლაძე, ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დნეპრში გიორგი ადამაძე და ქართული დიასპორის სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი და ქართული ანსამბლების კონცერტი, ჩატარდა მასტერკლასი ქართული კერძების მომზადებაში, სტუმრებმა ასევე ქართული ღვინო და კერძები დააგემოვნეს.

ახალგაზრდა ელჩის სანდრო თოფურიას განცხადებით, სამომავლოდ  ბევრი საინტერესო ღონისძიება იგეგმება, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას უკრაინაში.

ღონისძიება ქართული დიასპორული ორგანიზაციის “ქართული სულის”  და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “სოლიდანოსტის" მიერ იყო ორგანიზებული.