ანტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ანტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

A+ A-

18:36 16/06/2019

ანტალიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. მოკლული 61 წლის ქეთევან ქათამაძეა, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ანტალიაში ცხოვრობდა და მუშაობდა.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან არასასიამოვნო სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა შესაბამის სამსახურებს მიმართეს.

სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები საცხოვრებელ ბინაში ფანჯრიდან შევიდნენ, იქ კი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალი სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს.

ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მოკლულის ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ.